28.მარტი .2023 00:05

თურქეთმა ექსპორტზე რეკორდული $4.4 მილიარდის სამხედრო იარაღი გაიტანა

თურქეთმა ექსპორტზე რეკორდული $4.4 მილიარდის სამხედრო იარაღი გაიტანა
views 941
უკან

გასულ 2022 წელს თურქეთმა ექსპორტზე 4.4 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა, იარაღი და აღჭურვილობა გაიტანა, რაც ქვეყნის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.

ამჟამად იმპორტზე თურქეთის თავდაცვის ძალების მხოლოდ 20%-ია დამოკიდებული, 2000 წლების დასაწყისში კი აღნიშნული მაჩვენებელი 80%-ს აჭარბებდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თურქეთი სულ უფრო აქტიურად ანაცვლებს უცხოურ მომწოდებლებს ადგილობრივი წარმოებით.

იარაღის კვლევასა და განვითარებაზე (R&D) თურქეთი ყოველწლიურად თითქმის 1.5 მილიარდ დოლარს ხარჯავს, რაც აგრეთვე დრამატულად გაზრდილი მაჩვენებელია.

განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა 2022 წელს თურქული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებსა და დრონებზე დაფიქსირდა. მოგეხსენებათ, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ფონზე, თურქული Baykar Bayraktar TB3 ნამდვილ გლობალურ სენსაციად იქცა.

სამხედრო ექსპორტზე საუბრის შემდეგ, პრეზიდენტმა რეჯეპტ ტაიპ ერდოღანმა კომპანია Baykar-ის უახლეს ფლაგმანურ დრონთან, Kizilelma-სთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო და აღნიშნა, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატი თურქული სამხედრო წარმოების საამაყო მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ვრცლად თურქული წარმოების დრონებისა და Baykar Bayraktar-ის წარმატების შესახებ წაიკითხეთ აქ

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა