მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა გერმანიისგან წელს, 250 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების იარაღი იყიდა

5da806db966b2
მიხეილ ხაჩიძე
17.10.19 23:02
984
2019 წლის პირველ რვა თვეში თურქეთმა გერმანიისგან 250.4 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო იარაღი შეიძინა.  მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლომდე კიდევ 4 თვე რჩება, ეს ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია 2005 წლის შემდეგ. ექსპორტის მონაცემები გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ მემარჯვენე ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერის მოთხოვნით გაასაჯაროვა.



გასულ წელს კი, საქართველოს მეზობელი თურქეთის მიერ გერმანიისგან შეძენილი საბრძოლო ტექნიკის ღირებულებამ 242.8 მილიონი ევრო შეადგინა, რაც გერმანიის იარაღის საერთო ექსპორტის თითქმის მესამედია. ამით ანკარა გერმანული შეიარაღების ნომერ პირველი მიმღები გახდა.

 


ეკონომიკის სამინისტროს ცნობითვე, თურქეთი ძირითადად საზღვაო სექტორის შეიარაღებას ყიდულობდა. სავარაუდოდ, ეს მეტწილად ახალი ტიპის 214-კლასის მართვადი რაკეტებით აღჭურვიული წყალქვეშა ნავის მასალას უკავშირდება, რომლებსაც ერდოღანი  აშენებს.

 


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა შაბათს გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთ სირიაში თურქული იერიშის გამო, ნატო-ს პარტნიორს იმ შეიარაღებას აღარ მიჰყიდიან, რომელიც შესაძლოა კონფლიქტში იქნას გამოყენებული. რაც შეეხება, სხვა სახის სამხედრო აღჭურვილობასა თუ ტექნიკას, მათი ექსპორტი ისევ ნებადართული რჩება.