მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა

5e688876b03c7
ნათია თაქთაქიშვილი
11.03.20 11:03
936
დღეს დილით თურქეთმა კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას aa.com.tr-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა პროფილაქტიკური ზომები უკვე გატარებულია. 

მისივე თქმით, ინფიცირებული კაცია, რომელიც ევროპაში იმყოფებოდა. ამჟამად ის იზოლაციაშია. ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან მისი ოჯახის წევრებიც.

„კორონავირუსი არ შეიძლება ჩვენს მიღებულ ზომებზე ძლიერი აღმოჩნდეს. კარანტინში მყოფი პაციენტი კი არ შეიძლება საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს. ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, ნუ წავლენ თურქეთის მოქალაქეები საზღვარგარეთ. ჩვენ უნდა მივყვეთ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლიანებს“, - განაცხადა ფაჰრეთინ ქოჯამ.

11 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის ჯამში 119,235 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4,300 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 66,577 ინფიცირებული.