მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება აკრძალა

607981e6c6b95
ნათია თაქთაქიშვილი
16.04.21 19:40
582
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება აკრძალა, რის შედეგადაც ბოლო 24 საათში ბიტკოინის ღირებულება 4%-ით შემცირდა და 60,000 აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ახალი რეგულაცია ძალაში 30 აპრილიდან შევა, შედეგად, თურქეთის მოსახლეობას აეკრძალა კრიპტოვალუტით პროდუქტებისა და სერვისების შეძენა, გარდა ამისა, შეიზღუდა სავაჭრო პლატფორმებზე კრიპტოაქტივების ყიდვაც.

ცენტრალური ბანკის განმარტებით, საფინანსო სერვისებში ციფრული ვალუტის პირდაპირი თუ არაპირდაპირი სახით გამოყენება არალეგალურად ჩაითვლება.

თურქეთის საგადახდო სისტემების ფირმის Papara-ს აღმასრულებელი დირექტორის აჰმედ ფარუქ კარლსლიმის განაცხადებით, მათთვის მოულოდნელი იყო კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების აკრძალვა.

”აკრძალვა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ძალისხმევა, რომ გაუმკლავდეთ ახალ ფინანსურ ტექნოლოგიას, მე ვწუხვარ ამ ახალი რეგულაციის გამო“,- განაცხადა ფარუქ კარლსლიმ.