მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა ნაწილობრივი ლოქდაუნი აამოქმედა

6076d328e629d
ნათია თაქთაქიშვილი
14.04.21 20:43
800
თურქეთმა ნაწილობრივი ლოქდაუნი აამოქმედა, რომელიც წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მიზეზი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდის შემცირებაა. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu Agency-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის სამსაათიანი სხდომის შემდეგ მიიღო.

ერდოღანის განცხადებით, შეზღუდვები რამადანის პირველი ორი კვირა იმოქმედებს. ახალი ზომების მიხედვით, სამუშაო დღეებში კომენდანტის საათი საღამოს 09:00 საათის ნაცვლად, 07:00 საათიდან ამოქმედდება და დილის 05:00 საათამდე იქნება ძალაში.

კაფეები და რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებენ. რამადანის ბოლომდე დაიკეტება სადღესასწაულო დარბაზები, სპორტული და გასართობი ცენტრები. კვლავ ამოქმედდება 65 წელს გადაცილებულ და 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვა.

15 აპრილიდან დისტანციურ სწავლაზე გადავა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა მე-8 და მე-12 კლასების მოსწავლეებისა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთმა ამ ეტაპზე 19.18 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია მოახერხა, ამასთან 11.48 მილიონმა ადამიანმა მიიღო კოვიდ-ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო 7.69 მილიონმა - კოვიდ-ვაქცინის 2 დოზა.