რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისა და დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების ფონზე, თურქეთმა რუსეთის ფედერაციიდან ნედლი ნავთობის იმპორტი გააორმაგა.
რუსული Urals-ისა და Siberian Light-ის მარკის ნავთობის იმპორტის მკვეთრი ზრდა საერთაშორისო ბირჟაზე ფასების ცვლილებასთანაა დაკავშირებული. საგულისხმოა, რომ დასავლეთის მიერ მოთხოვნის შემცირების ფონზე, რუსული ნავთობის ბირჟაზე თითქმის 20-30%-იანი ფასდაკლებით იყიდება, რითაც სწორედ ის სახელმწიფოები სარგებლობენ, რომელთაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებიათ, მათ შორისაა: თურქეთი, ჩინეთი და ინდოეთი.
Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთში რუსული ნავთობის დღიურმა მიწოდებამ 200,000 ბარელს მიაღწია, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 98,000 ბარელს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეს გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, თურქეთი-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ენერგეტიკის მიმართულებით მათ თანამშრომლობას დიდი პოტენციალი აქვს.
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ამჟამად Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება 92 დოლარს შეადგენს, რუსული Urals-ის შეძენა კი 78 დოლარადაა შესაძლებელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი