მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა Sinovac-ისგან COVID-ვაქცინის დამატებითი დოზები მიიღო

600eb7df87b0b
ნათია თაქთაქიშვილი
25.01.21 19:40
509
თურქეთმა დღეს ჩინური ფარმაცევტული კომპანია Sinovac-ისგან COVID-ვაქცინის დამატებითი დოზები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu Agency-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ პეკინიდან 6.5 მილიონი დოზა ვაქცინის ტრანსპორტირება Turkish Airlines-მა მოახდინა. ქვეყანამ პირველ ეტაპზე Sinovac-ისგან კორონავირუსის ვაქცინის 10 მილიონი დოზა მიიღო.

თურქეთში, მასობრივი ვაქცინაცია 14 იანვრიდან დაიწყო. დღეისათვის კი, ვაქცინაცია უკვე მლნ  245 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთა შორის ძირითადად მედიკოსები და ხანდაზმულები არიან. 

შეგახსენებთ: თურქეთი 25 მილიონი მოქალაქისთვის, საერთო ჯამში, Sinovac-ისგან 50 მილიონი დოზა ვაქცინას შეიძენს.