მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა ტურიზმიდან II კვარტალში $3 მლრდ-ის ოდენობის შემოსავალი მიიღო

610401cea7740
ნათია თაქთაქიშვილი
30.07.21 22:00
648
თურქეთის შემოსავალმა ტურიზმიდან მეორე კვარტალში 3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 22.5%-იანი ზრდაა გასულ კვარტალთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას Anadlu Agency თურქეთის სტატისტიკის ეროვნულ ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 73.1% უცხოელ ვიზიტორებზე მოდიოდა, მათ შორის თითო ტურისტის მიერ გაწეულმა ხარჯმა საშუალოდ 739 აშშ დოლარი შეადგინა.

გარდა ამისა, თურქეთის სტატისტიკის ეროვნულ ბიუროს ცნობით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 81.1% ანუ 2.43 მილიარდი აშშ დოლარი ინდივიდუალურ დანახარჯებზე მოდიოდა, ხოლო ტურისტული პაკეტებით მოსარგებლე მოგზაურების დანახარჯებმა 566.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, ტურისტების განცხადებით, მათთვის მოგზაურობის მთავარ მიზანს „გართობა და დასვენება“ წარმოადგენდა, ხოლო 11.1%-მა განაცხადა, რომ მოგზაურობის მიზანი „ახლობლების და ნათესავების“ მონახულება იყო.