მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთს იარაღს ესპანეთიც აღარ მიჰყიდის

5da6e9ab6f985
მიხეილ ხაჩიძე
16.10.19 21:35
892

ესპანეთი საქართველოს მეზობელ თურქეთს სამხედრო აღჭურვილობას აღარ მიჰყიდის. როგორც Elcomercio წერს  გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ თურქეთის მიერ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციების გამო მიიღო.


"ევროპელ პარტნიორებთან ერთად კოორდინაციის გზით ესპანეთი აღარ გასცემს ლიცენზიებს თურქეთში იარაღის ექსპორტზე, რომელიც ანკარამ სირიაში შეიძლება გამოიყენოს", - ნათქვამია ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ამას გარდა, ესპანეთის მთავრობა თურქეთის სამხედრო იერიშებს სირიაში კატეგორიულად გმობს და თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, სამხედრო ოპერაცია სასწრაფოდ შეწყვიტოს.


თურქეთის სამხედრო ოპერაციას სირიაში ათობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. გაერო-ს ინფორმაციით, 160 000 ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.


თურქეთს სირიაში შეჭრის გამო, სანქციები გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმაც დაუწესა.