მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთს პანდემიის მიუხედავად რეკორდული რაოდენობის ტურისტი ეწვია

6005a44e7d40f
ნათია თაქთაქიშვილი
18.01.21 20:25
3358
თურქეთის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად მუღლის პროვინციამ 2020 წელს ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolou Agency ავრცელებს.

პროვინცია, რომელშიც შედის ისეთი ცნობილი კურორტები, როგორიც მარმარისი და ბოდრუმია, განსაკუთრებული პოპულარობით დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებში სარგებლობდა.

კერძოდ, თურქეთის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აცხადებს, რომ 2020 წელს მუღლის პროვინციას 700,000 ტურისტი ეწვია და აქედან 310,000 დიდი ბრიტანეთიდან იყო.

დიდი ბრიტანეთის შემდეგ თურქეთის კურორტები პოპულარულობით სარგებლობდა რუს, უკრაინელ, პოლონელ და გერმანელ ტურისტებს შორის.

თურქეთის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 2021-ში ქვეყანა ტურისტების რიცხვის კიდევ უფრო ზრდას ელოდება. ქვეყანა დიდ იმედებს ამყარებს ვაქცინაციაზე და მათი აზრით, ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წელს საგრძნობლად გაიზრდება.