მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

5d9c44d287a0f
მიხეილ ხაჩიძე
08.10.19 12:11
546
მიმდინარე წლის აგვისტოში, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.516 მილიონი დოლარიანით გაიზარდა. როგორც Day.Az-ს თურქეთის სავაჭრო პალატაში განუცხადეს, მთლიანობაში, აგვისტოში ორ ქვეყანას შორის ბრუნვა 163.885 მილიონი აშშ დოლარით განისაზღრა.

”2019 წლის აგვისტოში აზერბაიჯანში თურქეთის ექსპორტმა შეადგინა 138,423 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტმა აზერბაიჯანიდან - 25,462 მილიონი დოლარი”, - განმარტეს სამინისტროში.



აღსანიშნავია, რომ თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის აგვისტოში მთლიანად 28,6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.


თურქული პროდუქციის ექსპორტი 2018 წლის აგვისტოსთან შედარებით 1.69%-ით იყო გაზრდილი, რაც დაახლოებით, 13.1 მილიარდი დოლარია.