მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმი გაფორმდა

62fe73ecb60c4
ალა ისპირიანი
18.08.22 21:04
1205
თურქეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ომის შემდეგ უკრაინის აღმშენებლობაში თურქეთის მონაწილეობას ითვალისწინებს.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, დოკუმენტს ხელი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ოლექსანდრ კუბრაკოვმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა, მეჰმეტ მუშმა, თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების თანდასწრებით მოაწერეს.

"თურქეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა. ჩვენ ჩვენი თურქი პარტნიორების მადლიერები ვართ, რომ ითანამშრომლონ რუსეთის მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში. თურქეთის ბიზნესს აქვს დიდი გამოცდილება გზებისა და ხიდების, კონკრეტულად ზაპოროჟიესა და კრემენჩუგის ხიდების აშენებაში და ის ჩვენთვის საიმედო პარტნიორად იქცა. შესაბამისად, ჩვენ ველით, რომ ერთობლივი აღმშენებლობის პრაქტიკულ შედეგებს ძალიან მალე მივაღწევთ,"- თქვა კუბრაკოვმა.

ამასთან, უახლოეს მომავალში რეკონსტრუქციის საკითხებზე, ერთობლივი უკრაინულ-თურქული სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლის ფარგლებშიც კონკრეტულ პროექტებში თურქული ინვესტიციების მოზიდვის მექანიზმები შემუშავდება.

პირველ პროექტად კიევის რეგიონში, სოფელ რომანივკაში ხიდის აღდგენა განიხილება, რომელიც ბუჩასა და ირპინს დედაქალაქთან აკავშირებს.