მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში 1,5 მლნ შენობის რესტავრაცია მოხდება

5d7f5fbb49a9f
მიხეილ ხაჩიძე
17.09.19 00:10
955

საქართველოს მეზობელი სახელმწიფო რესტავრაციიის მასშტაბურ პროექტს აანონსებს. მომდევო 5 წლის განმავლობაში თურქეთის მასშტაბით დაზიანებულ 1,5 მილიონ შენობა-ნაგებობას რესტავრაციას ჩაუტარებენ.



როგორც ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის მინისტრმა განუცხადა, მხოლოდ 500.000 შენობა სტამბოლში მდებარეობს; 2019 წლის ბოლომდე კი, რესტავრაცია-რეკონსტრუქცია 20.000 შენობას ჩაუტარდება. 



აღსანიშნავია, რომ თურქეთში დაზიანებული შენობების დიდი ნაწილი დანგრევის პირასაა და მათ სასწრაფო რემონტი ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ფატალური შედეგებია მოსალოდნელი.



შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 6 თებერვალს სტამბოლის ერთ-ერთ გარეუბანში 7-სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.