მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ჩასულ ტურისტებს “ლოქდაუნი” არ შეეხებათ - Anadolu Agency

60882173cc4dc
ნათია თაქთაქიშვილი
27.04.21 18:46
1801
თურქეთის ტურიზმის მინისტრის ნური ერსოის განცხადებით, თურქეთში 29 აპრილიდან 17 მაისამდე დაგეგმილი შეზღუდვები ტურისტებზე არ გავრცელდება. ინფორმაციას Anadolu Agency-ი ავრცელებს.

თურქეთის ტურიზმის მინისტრის თქმით, ტურისტები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ საკუთარი პასპორტებით გადაადგილებას, ასევე მუზეუმებისა და არქეოლოგიური ადგილების მონახულებას.

მინისტრის ინფორმაციითვე, ამჟამად თურქეთში ტურიზმის სექტორში დასაქმებული პროფესიონალების, სასტუმროების, რესტორნების, ტურისტული სააგენტოებისა და ავიაკომპანიების თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც მაისის ბოლოს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საყოველთაო "ლოქდაუნი" 29 აპრილიდან 17 მაისამდე გამოაცხადა. ქვეყანაში კოვიდ-ინფიცრების მაჩვენებლების ზრდის გამო, დაიხურა სკოლები და იზღუდება საქალაქთაშორისო მიმოსვლა.

ერდოღანის თქმით, წარმოებისა და კვების სექტორზე ახალი შეზღუდვები არ იმოქმედებს.

ცნობისთვის: თურქეთში გასულ 24 საათში 38 500-ზე მეტი ახალი კოვიდ-შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსის 4 629 969 დადასტურებული შემთხვევაა; ვირუსს 38 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.