მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ჩინეთიდან ჩაფრენილი მგზავრი, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა, უკან გააბრუნეს

5e2b40049859c
BM.GE
24.01.20 23:02
2879
თურქეთმა ჩინეთიდან ჩაფრენილი მგზავრი უკან გაგზავნა მას შემდეგ, რაც მას ახალი კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა. ამის შესახებ თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით იტყობინება.

მაღალჩინოსნის თქმით, დადასტურებით არ შეუძლიათ თქმა იმისა, რომ გოგონას ნამდვილად ჰქონდა ვირუსი, თუმცა, სიმპტომები აღენიშნებოდა და თავად მგზავრთან შეთანხმებით ის უკან გააბრუნეს.

შეგახსენებთ, თურქეთის აეროპორტებში ჩინეთიდან ჩაფრენილი თვითმფრინავების მგზავრებს კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ამოწმებენ.