მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში გერმანიის საელჩომ მუშაობა შეაჩერა

56ea7b10f1954
BM.GE
17.03.16 13:31
1527
ტერაქტების საშიშროების გამო, გერმანიის საელჩომ ანკარაში მუშაობა შეაჩერა, - აცხადებს თურქული ტელეარხი Kanal7-ი. სტამბოლში გერმანიის საკონსულომაც შეაჩერა მუშაობა. ასევე გერმანიამ თავის მოქალაქეებს ახალი ტერაქტების საფრთხის გამო, თურქეთის დატოვებისკენ მოუწოდა.
 
14 მარტს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს მიმართა, რომ თურქეთში მგზავრობისგან თავი შეიკავონ და იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას თავი აარიდონ.

დღეს ცნობილი გახდა ანკარაში მეორე ტერორისტის ვინაობა, რომელიც 26 წლის მოქალაქე - ოზგიურ უნსალი აღმოჩნდა.

ანკარაში 13 მარტს განხორციელებულ ტერაქტს 37 ადამიანი ემსხვერპლა და 125 - დაშავდა. მანამდე თურქეთში 11 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ტერაქტში მონაწილეებად განიხილებოდნენ.