მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ინფლაცია 84.4%-მდე შემცირდა

638da64dda0cc
გიორგი თოლორდავა
05.12.22 12:27
1359
მიმდინარე წელს პირველად - თურქეთის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა და წლიური ინფლაციის დონე 85.5%-დან 84.4%-მდე შემცირდა.

ოფიციალური უწყების განმარტებით, ინფლაციური მონაცემების შემცირება წინა წლის მაღალი საბაზო მაჩვენებლითა და ბოლო თვეების განმავლობაში თურქული ლირის სტაბილურობითაა განპირობებული.

მიუხედავად წლიური მაჩვენებლის მცირედით შემცირებისა, თურქეთში სამომხმარებლო ფასების დონე ისევ 25-წლიან მაქსიმუმზე რჩება, რასაც განსაკუთრებით ამწვავებს ერთწლიან ჭრილში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება.

მიუხედავად რეკორდული ინფლაციისა, გასულ თვეს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 150 საბაზო პუნქტით, 10.5%-იან ნიშნულამდე შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ თავად ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, შაჰაპ კავჩიოღლუმ საჯაროდ აღიარა, რომ ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ცენტრალური ბანკი წარმატებული ვერ აღმოჩნდა.

კავჩიოღლუს განცხადება წინააღმდეგობაშია ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის რიტორიკასთან, რომელიც აქტიურად ამტკიცებს, რომ ინფლაცია კონტროლს ექვემდებარება და ის მოსახლეობისათვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ერდოღანის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა, რასაც შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად წაახალისებს.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში ყოფნის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ნაჯი აგბალს, რომელიც ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდა. ერდოღანმა აგრეთვე თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ლუთფი ელვანიც, რომელიც, ასევე, არ იზიარებდა მის მაკროეკონომიკურ შეხედულებებს.