სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 79.6% შეადგინა, რაც გასული 25 წლის უმაღლესი ნიშნულია.
ივლისში, გასულ თვესთან შედარებით, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები 2.37%-ით გაიზარდა, გაძვირების ყველაზე ძლიერი ტენდენცია კი სურსათისა და ენერგოპროდუქტების კატეგორიებში ფიქსირდება.
მიუხედავად თურქსტატის მიერ გასაჯაროებული შემაშფოთებელი მონაცემებისა, ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რეალური ინფლაციის დონე გაცილებით უფრო მაღალი, ოფიციალურ მონაცემებზე თითქმის ორჯერ მეტია.
აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს უმსხვილესი თურქული პროფესიული კავშირის - "საჯარო მოხელეთა გაერთიანებული კონფედერაციის" ყოველთვიური კვლევა სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შესახებ, რომლის თანახმად, თურქეთში რეალური წლიური ინფლაციის დონე 160%-ს შეადგენს. ინფლაციის შეფასებისას ზემოხსენებული ორგანიზაცია 64 ძირითადი პროდუქტისგან შემდგარ კალათას იყენებს, რაც, თავის მხრივ, განსხვავდება თურქსტატის გამოთვლის მეთოდისგან.
ექსპერტების შეფასებით, სტატისტიკის სამსახურის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ისევე, როგორც თურქეთის ეროვნული ბანკის, რომლის მონეტარულ პოლიტიკასაც უშუალოდ განსაზღვრავს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფალი - პრეზიდენტი ერდოღანი.
მიუხედავად რეკორდული ინფლაციისა, თურქეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული კომიტეტის ბოლო სხომაზე რეფინანსირების უცვლელად, 14%-იან ნიშნულზე დარჩა.
ზოგადად, თურქეთში ინფლაციის დონის ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება და ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 19%-დან 14%-იან ნიშნულამდე შემცირებაა, რაც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაჟინებული მოთხოვნით იყო განპირობებული.
ერდოღანის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და მისი მთავრობისგან სხვას არაფერს არ უნდა მოველოდეთ.
აღსანიშნავია, რომ ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში ყოფნის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ნაჯი აგბალს, რომელიც ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდა. ერდოღანმა აგრეთვე თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ლუთფი ელვანიც, რომელიც, ასევე, არ იზიარებდა მის მაკროეკონომიკურ შეხედულებებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი