მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში კორონავირუსის წინააღმდეგ უკვე 1 მილიონზე მეტი მოქალაქე აიცრა

60087a07ed20e
თამთა ჯიჯავაძე
21.01.21 00:10
1038

თურქეთში კორონავირუსის წინააღმდეგ უკვე 1 მილიონზე მეტი მოქალაქე აიცრა. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. ვაქცინაციის პროცესი თურქეთში გასულ კვირას დაიწყო, პირველ ორ დღეში კი 600 000-ზე მეტ ადამიანს გაუკეთეს აცრა. ქვეყანა ჩინურ ვაქცინა CoronaVac-ს იყენებს, რომელიც Sinovac-ის მიერაა წარმოებული.

გასულ თვეს თურქეთში ჩინური ვაქცინის 3 მლნ დოზა ჩაიტანეს. თუმცა, ქვეყანა სხვა ვაქცინების შესყიდვასა და ქვეყანაში იმპორტს ცდილობს სხვა სახელმწიფოებიდან და კომპანიებიდანაც. ასევე თურქი მეცნიერები თავიანთი ვაქცინის შექმნაზეც მუშაობენ.

თურქული მედიის ცნოით, ქვეყანაში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის 4.5 მლნ დოზას მარტის ბოლოს ელოდებიან. მანამდე კი ქვეყანა ისევ ჩინური ვაქცინის 50 მლნ დოზას მიიღებს.


თურქეთის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 2021-ში ქვეყანა ტურისტების რიცხვის კიდევ უფრო ზრდას ელოდება. ქვეყანა დიდ იმედებს სწორედ ვაქცინაციაზე ამყარებს. გასულ წელს კი პანდემიის მიუხედავად, თურქეთის მუღლის პროვინციამ, სადაც ცნობილი კურორტები მარმარისი და ბოდრუმი მდებარეობს, ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა.