მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი 1015-სს აღწევს

5e2bdbee25225
თელარა გელანტია
25.01.20 09:30
1488
თურქეთში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. არსებული მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 1015-მდეა.

აღმოსავლეთ თურქეთში, 24 დეკემბერს, ადგილობრივი დროით, 20:55 საათზე, ქალაქ სივრიჯის მახლობლად, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდამ 6.8 შეადგინა.

თურქეთის საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა სამმართველოს ცნობით, მიწისქვეშა ბიძგებმა მსხვერპლი ორ რეგიონში, ელიაზიღსა და მალათაიში გამოიწვია.