მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში მოქალაქეებს კვირაში ხუთ ცალ პირბადეს დაურიგებენ

5e8b74ab90d47
თამთა ჯიჯავაძე
06.04.20 22:26
761
თურქეთში 20–დან 65 წლამდე ასაკის თითოეულ მოქალაქეს კვირაში ხუთ ცალ პირბადეს დაურიგებენ. სამთავრობო სამკერვალო სამსახური, რომელიც რეალურად სამხედრო უნიფორმებს კერავს, ახლა პირბადეების წარმოებაზე გადაერთო. სამკერვალო კვირაში მილიონ პირბადეს და 5000 დამცავ ხალათს კერავს.

შეგახსენებთ, თურქეთში 20–65 წლამდე ასაკის მოქალაქეებზე კომენდანტის საათი მოქმედებს. ქვეყანაში უკვე დაინფიცირების 30 000–ზე მეტი შემთხვევაა. ხოლო დაღუპულია 649 ადამიანი. მხოლოდ ბოლო 24 საათში თურქეთში 75 დაინფიცირებული გარდაიცვალა.