17.მარტი .2020 23:34

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ საელჩო განცხადებას ავრცელებს

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ საელჩო განცხადებას ავრცელებს
views 2393
უკან

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ თურქეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს: 

"კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 15 მარტიდან შეიზღუდა ფიზიკური პირების გადაადგილება სარფის სასაზღვრო - გამშვები პუნქტის გავლით. ამასთან, მ/წლის 18 მარტიდან შეიზღუდება ფიზიკური პირების გადაადგილება ვალესა და კარწახის სასაზღვრო - გამშვები პუნქტების გავლით. მიუხედავად აღნიშნული შეზღუდვებისა, თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ზემოხსენებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტების (სარფი, ვალე და კარწახი) გავლით შეეძლებათ სამშობლოში დაბრუნება.

ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ტვირთბრუნვას.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე☎️:
1.ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40
2.ქ.სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3.ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26".

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა