საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საელჩოს ინფორმაციით, კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, ხვალიდან თურქეთში ამოქმედდება შემდეგი დამატებითი შეზღუდვები:
1. ხვალიდან, მომდევნო 15 დღის განმავლობაში, თურქეთის 30 მთავარ ქალაქში, ასევე, ქალაქ ზონგულდაქში აიკრძალება ავტომობილების შესვლა და გასვლა. საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვა, შესაძლებელია, რომ გაგრძელდეს 15 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგაც;
2. თურქეთის მასშტაბით, ქუჩაში გასვლა იკრძალება 65 წელს გადაცილებული, ასევე, 20 წელს ქვემოთ და 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული მოსახლეობისთვის;
3. ბაზრებსა და მარკეტებში მოსახლეობისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება;
4. პირი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ დაიცავს 3 ნაბიჯიან დისტანციას, დაჯარიმდება.
საელჩოს ინფორმაციითვე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ხვალიდან, მომდევნო 15 დღის განმავლობაში, თურქეთის შემდეგ ქალაქებში აიკრძალება ავტომობილების შესვლა და გასვლა: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, ქაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.
„დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00. ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი