მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში უმუშევრობის დონემ აგვისტოში 12.1%-ს მიაღწია

616483316349c
თამთა ჯიჯავაძე
12.10.21 00:12
591
თურქეთში უმუშევრობის დონემ აგვისტოში 12.1%-ს მიაღწია. ამის შესახებ თურქეთის სტატისტიკის სამსახური იტყობინება.

უწყების ცნობით, აგვისტოში ივლისთან შედარებით 15 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობაში უმუშევრების რაოდენობა 11 000-ზე მეტით გაიზარდა და 3.9 მილიონი შეადგინა.

ამავე პერიოდში, დასაქმების მაჩვენებელი 14 000-ით შემცირდა და 28.7 მილიონი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებში (15-24 წლის ასაკის მოქალაქეებში) უმუშევრობის მაჩვენებელი 22.7% იყო აგვისტოში, რაც 0.1%-ით ნაკლებია ივლისთან შედარებით.