მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ყველა ტურისტული ობიექტი ივლისში გაიხსნება

5ee35e0251b12
ნათია თაქთაქიშვილი
12.06.20 15:00
1604
თურქეთში ყველა ტურისტული ობიექტი ივლისში გაიხსნება, - განაცხადა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, მეჰმეტ ნური ერსოიმ. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა Daily Sbah-ი ავრცელებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგულარულად ატარებს შეხვედრებს სხვა ქვეყნებში, რომლებიც თურქეთის ჯანმრთელი ტურიზმის სერტიფიკატის პროგრამას ძალიან წარმატებულად მიიჩნევენ.

„ევროპაში არ არსებობს ქვეყანა, რომელმაც უკეთესად განახორციელა ეს პროცესი, ვიდრე თურქეთმა”, - აღნიშნა ერსოიმ.

მისივე ცნობით, უცხოელი ტურისტები გარკვეული ქვეყნებიდან, მათ შორის გერმანიიდან, თურქეთში შესვლას შეძლებენ, რადგან ფრენების ეტაპობრივი განახლება იწყება.

„როდესაც უცხოელი ვიზიტორები ჩამოვლენ, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას შეუმოწმებენ, ხოლო სხეულის ტემპერატურას კი აეროპორტებში გაუზომავენ. თუ უჩვეულო სიტუაცია შეიქმნება, ტურისტებს PCR ტესტის ჩასაბარებლად გადაიყვანენ ”, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, ამ პროცესში თურქეთის მთავარი პრიორიტეტი ყველა ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლის განახლებაა.

ჯანმრთელი ტურიზმის სერთიფიკატის პროგრამა მიზნად ისახავს მოგზაურების დარწმუნებას, რომ პანდემიის მიუხედავად, წელს თურქეთის პლაჟები და ისტორიული ღირსშესანიშნაობები უსაფრთხო იქნება. პროგრამას 132 კრიტერიუმი აქვს, მათ შორის, ჰიგიენის რეგულაციებისა და სოციალური დისტანცირების უზრუნველყოფა.