მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთთან სასაზღვრო მოთხოვნები გამკაცრდა - პასპორტის გარეშე გადაადგილება შეიზღუდა

5e57c20b22fef
შოთა ტყეშელაშვილი
27.02.20 17:33
1835
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩომ კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადების მიზანს, საქართველოში არსებულ სასაზღვრო კონტროლთან დაკავშირებით თურქეთის მოქალაქეების ინფორმირება წარმოადგენს. 

თურქეთის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს საზღვრის კვეთისთვის თურქეთის ტრაილერის მძღოლებმა თან უნდა იქონიონ პასპორტი. განცხადების მიხედვით, საქართველოს საზღვარზე არ მოხდება იმ პირების შეშვება, რომელთაც ბოლო 21 დღის განმავლობაში პასპორტში ირანის, ჩინეთის და სამხრეთ კორეის შტამპები უფიქსირდებათ. 

საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადება:



შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

დავით ზალკალიანი: თურქეთის მოქალაქეებისთის არავითარი შეზღუდვები არ არსებობს

შსს კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს