19.ნოემბერი .2019 21:10

თურქი კანონმდებლები ე.წ. ტურისტული გადასახადის დაწესებას განიხილავენ

views 422
უკან

თურქეთის პარლამენტი ქვეყანაში სასტუმროს გადასახადის დაწესების საკითხს ამ კვირაში განიხილავს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მოსალოდნელია, რომ დეპუტატები გადაწყვეტილებას დაამტკიცებენ და დამსვენებლებს სასტუმროებში 2%-ით მეტის გადახდა მოუწევთ.


კერძოდ, საუბარია, ე.წ. ტურისტულ მოსაკრებელზე, რომელიც ქვეყანაში ჩასულ ვიზიტორებს სასტუმროში დამატებითი თანხის გადახდას დაავალდებულებს.

ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი დამტკიცდება, ის ძალაში უკვე 2020 წლის აპრილიდან შევა.

აღსანიშნავია, რომ ტურისტული გადასახადი არაერთ ევროპულ სახელმწიფოშია, მათ შორისაა ჰოლანდიაში, იტალიაში და ა.შ.