07.სექტემბერი .2019 14:00

თუშეთში საბაგიროს მშენებლობის პროექტზე მუშაობა დაიწყო

views 734
უკან

თუშეთში საბაგიროს მშენებლობის პროექტის წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა bm.ge-თან განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილი ამბობს, ადგილზე იყვნენ ექსპერტები, რომლებმა უკვე შეარჩიეს საბაგიროს საწყისი და საბოლოო წერტილები. ქადაგიშვილს ამ ეტაპზე პროექტის საინვესტიციო ღირებულებაზე საუბარი უჭირს, თუმცა მისი თქმით, ამ კუთხით უფრო მეტი ინფორმაცია სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი.

“უკვე იყვნენ სპეციალისტები ჩამოსულები, გაიარეს თავიდან ბოლომდე თუშეთის გზა და მათ სავსებით შესაძლებლად მიიჩნიეს საბაგიროს მშენებლობა. უკვე საწყისი და საბოლოო წერტილები მონიშნულია. ე.წ ფიზიბილითის სტადიაზე ხდება უკვე პროექტის დამუშავება და ცოტა ხანში მოხდება პროექტის პრეზენტაციაც, რომელსაც მთავრობასაც წარვუდგენთ.

კერძო ინვესტორი არის დაინტერესებული ამ პროექტის განხორციელებით. ფიზიბილითის სტადიის დროს გამოჩნდება პროექტის საინვესტიციო ღირებულება და უფრო კონკრეტული ციფრები”-ამბობს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა