03.სექტემბერი .2019 17:18

TV Pirveli-ის დამფუძნებელი მარეგულირებლის მიერ ტელევიზიის დაჯარიმებას ეხმაურება

views 336
უკან

TV Pirveli-ის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხრიდან “ტვ პირველის” დაჯარიმებას ეხმაურება. კომუნიკაციების კომისიამ “ტელეკომპანია პირველი” ეთერში "მხატვრული ფილმების არამართლზომიერი ჩვენების გამო, 23513.21 ლარით დააჯარიმა".

ვახტანგ წერეთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

“ჯერ იყო კიბერშეტევით ტვ პირველის ეთერიდან გაქრობის საფრთხე, რაზეც გამოძიების პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ახლა, მარეგულირებელმა 23 ათასით დაგვაჯარიმა ეთერში გაშვებული ლიცენზირებული ფილმების გამო. ეს ფილმები ტელევიზიამ ოფიციალური კონტრაქტით შეისყიდა, მაგრამ მარეგულირებელმა მაინც დაგვაკისრა ჯარიმა. ტელევიზიას, რომელიც მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით არსებობს და ბიუჯეტთანაც პირნათელია, ამგვარი ფაქტები სერიოზულ ზიანს აყენებს. არის თუ არა ეს შემთხვევითი იმ ფონზე, რაც ამ ტელევიზიის გარშემო ბოლო პერიოდში ვითარდება, თავად განსაჯეთ! ეს ტელევიზია მაინც არ გაითიშება!”,- ნათქვამია ვახტანგ წერეთლის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა