მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tv Pirveli–ს ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა - გამოძიება დაწყებულია

60ea9d91e03d0
BM.GE
11.07.21 11:25
2337
Tv Pirveli–ს ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.

ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს “სირცხვილიას” ოფისთან “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა სცემეს. შედეგად, მას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და თვალი, მას გასულ დღეებში ჩაუტარდა ოპერაციაც.

ლექსო ლაშქარავა დღეს გამთენიისას გარდაცვლილი სახლში დედამ იპოვა. 

ინფორმაციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრო ავრცელებს:

“ტელეკომპანია "ტვ1"-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.

დაინიშნება შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპეტიზა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია ოთხი  პირი”,– ნათქვამია განცხადებაში.

Bm.ge მწუხარებას გამოთქვამს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.