საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ მოქალაქეებს მიმდინარე წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 1 მარტამდე გეგმიური ქირურგიული მომსახურების დაფინანსება შეუჩერა. შესაბამის ცვლილებებს მთავრობის №688 დადგენილება ითვალისწინებს.
ჯანდაცვის სამინისტრო გამონაკლისების გარდა გეგმიური ოპერაციების დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილების მთავარ მოტივად ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და საწოლფონდის მობილიზების შესაძლებლობის ზრდას ასახელებს.
"საგარანტიო ფურცლები, რომელიც 10 ნოემბრამდეა გაცემული, ვალიდური რჩება. ასევე გაგრძელდება სასწრაფო დაყოვნებული ტიპის და გადაუდებელი ოპერაციული ჩარევები. ასევე ონკოლოგიის და კარდიოქირურგიული ოპერაციები. სხვა დანარჩენი, რაც შედარებით ნაკლებ რისკებთან არის დაკავშირებული, 1 მარტამდე არის გაჩერებული. მოტივი არის მხოლოდ ეპიდემიური სურათი და ჰოსპიტალური საწოლფონდის მობილიზება კოვიდისთვის“, - აცახდებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.
გაბუნია bm.ge-თან განმარტავს, რომ თვეში გეგმიური ოპერციებისთვის 2000-3000 საგარანტიო ფურცელი გაიცემა, რაც ჰოსპიტალურ სექტორში მნიშვნელოვან დატვირთვას ქმნის.
„მომართვიანობა არის საკმაოდ მაღალი, სერიოზულ დატვირთვას ქმნის გეგმიურები და ეს ბუნებრივია დაიზოგება. ჰოსპიტლებს ექნებათ უკეთესი შესაძლებლობა გადავიდნენ ჰიბრიდულ მოდელზე“ - აცხადებს გაბუნია.
კითხვაზე, გეგმიური ოპერაციების დროებით შეჩერება ხომ არ უკავშირდება მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის გახარჯვას, გაბუნიამ გვიპასუხა, რომ „სამინისტროს გადახდის პრობლემა არ უდგას“.
შეგახსენებთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 802 მილიონი ლარი უკვე ამოიწურა. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, წლის ბოლომდე პროგრამის შეუჩერებლად დასრულებისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ ხარჯების გადაჯგუფების მეშვეობით, მას 95 მილიონი ლარი დაემატა. შედეგად პროგრამის მთლიანი ხარჯები 897 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის