"ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“ გემების მიღებას უახლოეს მომავალში შეძლებს. ამის შესახებ BMG-ს PACE ჯგუფში შემავალი კომპანია „ტრანსფორდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა განუცხადა.
ვასილ მაზიაშვილის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო განვითარებულმა მოვლენებმა და რუსეთის სანქცირებამ, საქართველოს კორიდორზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა, რაც არის როგორც შესაძლებლობა, ისე - გამოწვევა.
„მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია ის, რომ ტვირთები უკვე გაზრდილია. რა თქმა უნდა, ხარვეზებია და იქნება, რადგან მოულოდნელად ტვირთების დიდი ნაკადი წამოვიდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოში არსებობს მართვის ის სწორი სისტემა, დაწყებული სარკინიგზო ხაზით, დამთავრებული გემზე გადატვირთვით, რომ შევძლოთ სწორად ლავირება და გამოწვევებზე გამკლავება, რათა უკვე სიტუაციის ნორმალიზების შემდეგ, შევძლოთ იმ კომპანიების კომერციულად დაინტერესება, რომლებიც ახლა თუნდაც იძულებით გადმოერთვნენ საქართველოს კორიდორზე.
ყველა იმ ახალ კლიენტს და ტვირთების გაზრდილ ნაკადს, რომელიც მოდის ჩვენს რეგიონზე, უნდა მოვემსახუროთ იდეალური სერვისით, რათა რეგიონში ვითარების გამოსწორების შემთხვევაში, ამ კომპანიებს არ გაუჩნდეთ იმის შეგრძნება, რომ სხვაგან შეიძლება უკეთესი მომსახურება ან უკეთესი ტარიფები ჰქონდეთ. მთელი ჯგუფი ჩართული ვართ იმაში, რომ შევქმნათ იდეალური სერვისი, ჯანსაღი ტარიფები, რათა მომავალშიც ტვრითების ნაკადი, რომელიც ახლა წამოვიდა, დარჩეს ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა „ტრანსფორდის“ დირექტორმა.
მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სასუქების, ასევე ლითონის პროდუქციის, თუნუქის ლისტების და სხვა ისეთი ტვირთების გადაზიდვა, რაზეც ადრე არ იყო მოთხოვნა.
PACE ჯგუფის პროგნოზით, წელს ტვირთების მოცულობა, დაახლოებით, 500 000 ტონით გაიზრდება.
„დავიწყეთ თანამშრომლობა ახალ კომპანიებთან ცენტრალური აზიიდან, რომლებიც ჩვენს პორტს იყენებენ. მაგალითად, ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში ერთ-ერთი ასეთი ახალი კომპანიის მიერ ერთ თვეში მობილიზებულია 20 000 ტონამდე ტვირთი.
ჯამში, შემიძლია ვთქვა, რომ გაიზარდა როგორც ახალი კლიენტების რაოდენობა, ისე არსებულ კლიენტებში ტვირთის მოცულობა; მოგეხსენებათ, გაყიდვის წერტილებიც იყო სხვადასხვა და ახლა რომ შეიცვალა გაყიდვის წერტილები და შეიცვალა კლიენტების რაოდენობა, ამან გამოიწვია ჩვენს რეგიონზე ტვირთების გაზრდა. მაგალითისთვის, შეგვიძლია ავიღოთ უზბეკური კარბამიდი, რომელიც აქამდე მცირე რაოდენობით მოდიოდა; ახლა კი გაზრდილია სასუქების გადაზიდვა - კალიუმი, გოგირდი და ა.შ.
მიმდინარე ეტაპზე, წლიურად 3.5 მლნ ტონა ტვირთს ვამუშავებთ. ეს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გარეშე ხორციელდება. ვფიქრობ და მოლოდინი გვაქვს, რომ გემების მიღებასთან ერთად ჩვენი ტვირთბრუნვა გაიზრდება 5 მლნ ტონამდე და მეტადაც“, - განმარტა ვასილ მაზიაშვილმა.
ინფორმაციისთვის: მიმდინარე წლის თებერვალში, „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით, ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობა დასრულდა. ახალი ნავსადგურის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდა 120 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, აშენდა მასშტაბური ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მოეწყო თანამედროვე საპორტო ინფრასტრუქტურა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება