მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თვითდასაქმებულების დიდ ნაწილს დაპირებული დახმარება დღემდე არ მიუღია“ - გიგლა მიქაუტაძე

5f0ebdd581054
ინგა მურუსიძე
15.07.20 12:46
807
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, მთავრობის დაპირების მიუხედავად, თვითდასაქმებულების უმრავლესობას დღემდე არ მიუღია ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება და მათ არც ის იციან, მიიღებენ თუ არა საერთოდ.

გიგლა მიქაუტაძე მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, სასწრაფოდ გააკეთოს შესაბამისი განმარტებები და დროულად ჩაურიცხოს ამ ადამიანებს კონკრეტული მიზერული თანხა მაინც.

„თითქმის ყოველდღე გვიკავშირდებიან ძიძები, დამლაგებლები და სხვა პროფესიის უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებმაც ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი წარუდგინეს ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა პასუხს მათ არავინ სცემს.

კორონა-კრიზისის ფარგლებში, პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ შეიმუშავა „ლელოს ანტიკრიზისული მოდელი 3.2.1“ და მთავრობას 1 მილიარდიანი ანტიკრიზისული პაკეტის განხორციელება შესთავაზა, რომელიც არცერთ უმუშევრად დარჩენილს არ დატოვებდა სოციალური დახმარების გარეშე. სამწუხაროდ, მთავრობამ მხოლოდ მიზერული კომპენსაცია შესთავაზა ამ ადამიანებს, ხოლო თვითდასაქმებულების 90% საერთოდ დახმარების გარეშე დატოვა“, - გიგლა მიქაუტაძე.