მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თვითდასაქმებულებმა ნაღდი ფულის დეფიციტს შესაძლოა ვერ გაუძლონ – EPRC-ის მიმოხილვა

5e94b7c737164
თამთა ჯიჯავაძე
14.04.20 00:10
1781
მცირე და მიკრო ბიზნესებმა, ასევე თვითდასაქმებულებმა (წვრილი მოვაჭრეების ტიპის), შემოსავლებისა და ნაღდი ფულის დეფიციტს შესაძლოა ვერ გაუძლონ და ვეღარც მოახერხონ აღდგენა, საუბარია დაახლოებით 200-300 ათას ადამიანზე, – ამის შესახებ საუბარია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტში „ეკონომიკური მოსაზრებები შეზღუდვის პოლიტიკიდან გამოსვლისთვის“.

მიმოხილვის მიხედვით, ფაქტობრივად, დასაქმების საკითხი პოსტ-კრიზისულ პერიოდში იქცევა სოციალურ საკითხად, რაც სახელმწიფო სექტორს ავალდებულებს ეკონომიკაში განახორციელოს ისეთი ინტერვენციები, რაც დასაქმებულთა ამ კატეგორიას შეაძლებინებს გადაიტანოს მომავალი 3-4 თვე და გააგრძელოს ეკონომიკური საქმიანობა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს დასაქმების სტრუქტურაში კვლავაც სჭარბობს არაფორმალური დასაქმება სასოფლო-სამეურნეო სექტორში. ეს სფერო კარგადაა დაცული საგარეო კონიუნქტურის ცვლილებიდან და რადგან აქ წარმოების მიზანი მეტწილად საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა, აქ სერიოზული სირთულე მოსალოდნელი არაა და სახელმწიფო ფინანსების თვალსაზრისითაც სოფლის მეურნეობა რყევების ერთგვარ ამორტიზატორად გვევლინება.

იგივე ეხება მეტ-ნაკლებად მრეწველობასა და მშენებლობას. მძიმე დარტყმა მიადგება ვაჭრობას, მომსახურების სფეროსა და სასტუმროებსა და რესტორნებს მოკლევადიან პერიოდში. ბოლო ორ უკანასკნელ სფეროს მოუწევს გრძელვადიან ნეგატიურ შოკთან გამკლავება. რთულია ჯანდაცვისა და განათლების სფეროში კრიზისით გამოწვეული უარყოფითი ეფექტების შეფასება დასაქმებაზე. ზოგადად, საქართველოში ცოტაა კაპიტალტევადი და ტექნოტევადი დასაქმების ადგილები, ამგვარად, კრიზისის გავლის შემდეგ შესაძლოა, ამ დაკარგული სამუშაო ადგილების სწრაფადვე აღდგენა“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.