27.აპრილი .2020 12:04

თვითდასაქმებულებს განაცხადის შევსება კომპენსაციისთვის 21 მაისიდან 1 ივნისამდე შეეძლებათ

views 6316
უკან

"აღნიშნული პლატფორმა, რომელიც თვითდასაქმებულებმა უნდა შეავსონ, იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე (https://www.moh.gov.ge/) ჩაშენებული. ახალი მოდული ამოქმედდება 21 მაისიდან და ამ პერიოდიდან შეძლებენ თვითდასაქმებულები რომ წარმოადგინონ დოკუმენტაცია", - ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსმა ისაუბრა.

თეა გვარამაძეს თქმით, მიკრობიზნესისთვის კომპენსაციის ჩარიცხვა განაცხადის შევსებიდან 10 დღის განმავლობაში მოხდება, თვითდასაქმებულების შემთხვევაში კი დაახლოებით 24 დღის განმავლობაში.

"პლატფორმაზე ატვირთული დოკუმენტების განხილვა ხდება დასაქმების სააგენტოს კოორდინაციით, სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელიც არის უწყებათაშორისი და მათ მიერ გაანალიზებული დოკუმენტაცია უკვე წარედგინება უწყებათაშორის კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად.

თვითდასაქმებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა 2 კვირის განმავლობაში მოხდება და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში მოხდება კომპენსაციის თანხის ჩარიცხვა.

როგორც კი მიკრობიზნესი განაცხადს ატვირთავს ელექტრონულ პორტალზე, 10 დღის განმავლობაში უკვე შესაძლებელია თანხის ჩარიცხვა და თვითდასაქმებულების შემთხვევაში, სადაც საჭიროა სამუშაო ჯგუფის მიერ განხილვა, ამ შემთხვევაში განაცხადის ატვირთვიდან 2 კვირის განმავლობაში მოხდება განხილვა და 10 დღის შემდეგ ჩარიცხვა. განაცხადების წარდგენა ამ ეტაპზე შესაძლებელია 1 ივნისამდე", - ამბობს თეა გვარამაძე.