მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თვითდასაქმებულთა სრული აღრიცხვა შეუძლებელია - ირაკლი მაკალათია

5ea6fbe261934
სალომე მეცხვარიშვილი
28.04.20 09:45
2188
კორონავირუსის პანდემიის გამო შემუშავებული მთავრობის ანტიკრიზული გეგმის მიხედვით, თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების გაცემა მაისის ბოლოს დაიწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განაცხადების მიღება 21 მაისიდან დაიწყება და 1 ივნისამდე გაგრძელდება, თუმცა ყველა თვითდასაქმებული დახმარებას ვერ მიიღებს, ამას კი რამდენიმე მიზეზი აქვს:

ჯერ ერთი, თანხა ყველას არ ეყოფა. პროექტის ბიუჯეტი 75 მილიონი ლარია, შესაბამისად, დახმარებას მაქსიმუმ 250 ათასი ადამიანი მიიღებს, როცა თვითდასაქმებულთა რაოდენობა საქსტატის მიხედვით, 840 ათასი ადამიანია.

მეორე, თვითდასაქმებულების დიდი ნაწილი ვერ წარადგენს დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა შემოსავალი.

ეკონომისტი ირალი მაკალათია ამბობს, რომ შეუძლებელია თვითდასაქმებულთა სრული აღრიცხვა მოხდეს. მაკალათია ფიქრობს, რომ თვითდასაქმებულების უმრავლესობა სახელმწიფოს დახმარების გარეშე დარჩება, არადა სწორედ ეს არის ყველაზე დაბალშემოსავლიანი და მოწყვლადი კატეგორია.

"გამორიცხულია სრულად მოხდეს თვითდასაქმებულების იდენტიფიკაცია. ამას ართულებს ის, რომ თვითდასაქმებულთა კატეგორია იყოფა კიდევ 3 კატეგორიად, ესენია დამქირავებლები, ინდივიდუალურად დასაქმებულები და შინამეურნეობებში უსასყიდლოდ დასაქმებული პირები.

შინამეურნეობებში უსასყიდლოდ დასაქმებული პირები - ეს არიან ადამიანები, რომლებსაც შემოსავალი შეიძლება საერთოდ არ ჰქონდათ, მაგრამ არიან თვითდასაქმებულების კატეგორიაში. მათი წილი თვითდასაქმებულებში საკმაოდ მაღალია - 40%. ისინი ვერანაირიად ვერ წარმოადგენენ დოკუმენტაციას, რომ დასაქმებულები არიან.

მეორე კატეგორიაა დამქირავებლები, რომელთა იდენტიფიცირება მარტივია, მათზე თვითდასაქმებულების დაახლოებით 5% მოდის.

კიდევ ერთი დიდი ჯგუფი, რომლის წილიც 50%-მდეა თვითდასაქმებულებში, ეს არის დამოუკიდებლად დასაქმებული პირები. მათი ძირითადი ნაწილის იდენტიფიკაცია შეიძლება მოხდეს, თუმცა, აქაც არიან ადამიანები, რომლებსაც დოკუმენტაცია არ აქვთ, ესენი არიან რეპეტიტორები და ტაქსის მძღოლები", - აცხადებს ირაკლი მაკალათია.