12.მარტი .2020 19:41

თვითიზოლაციაში ათასამდე ადამიანია – ამირან გამყრელიძე

views 448
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს რეკომენდაციით მიმართავს.

"დაახლოებით ათასამდე ადამიანი თვითიზოლაციის რეჟიმშია. მინდა ვთხოვო ყველას, ნუ დაარღვევენ ამ რეჟიმს და თუ იქნა თვითიზოლაციის რეჟიმში გარკვეული სიმპტომები გამოხატული, მიმართონ, დაურეკონ ექიმს. ხშირად ვამბობდით, რომ მიმართონ და დღეს ვთხოვთ, დაურეკონ, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს პირდაპირი მიმართვები და სთხოვონ ექიმს, დაუნიშნონ ვიზიტი და ზუსტად იმ საათზე მივიდნენ. თავი მოვარიდოთ რიგებსა და თავყრილობებს", –განაცხადა მან დღეს გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა