17.მარტი .2020 15:07

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კარანტინში დღეს 22 პირი გადაიყვანეს, სულ 71 ადამიანია

views 289
უკან

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 22 ადამიანი გადაიყვანეს, - ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 16 მარტს, თბილისიდან, ასევე იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონიდან 22
მოქალაქე, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს იძულებით საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი.

"საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა