მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თვითმართვადი და სრულად ავტონომიური მანქანების შექმნა შეუძლებელია - BYD

643fd5c14bbd5
გიორგი თოლორდავა
20.04.23 01:00
1843
„თვითმართვადი და სრულად ავტონომიური მანქანების შექმნა შეუძლებელია. ეს ურთულესი ამოცანაა, რომლის მიღწევასაც კაცობრიობა მრავალი საუკუნის განმავლობაში ვერ შეძლებს“, - აცხადებს ელექტრომობილების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის, BYD-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ლი იუფეი.

მისი განმარტებით, გზებზე არსებული მოცემულობების, სხვა მძღოლებისა და მათი შეცდომების სრულად გათვალისწინება ხელოვნური ინტელექტის მიერ შეუძლებელი იქნება, რადგან ზოგიერთ სიტუაციაში სწორი არჩევანი არ არსებობს და ნებისმიერი მცდელობა მაინც ავტოსაგზაო შემთხვევით დასრულდება, ასეთ ვითარებაში კი კომპიუტერს მორალური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, მაგალითად, ვის დაეჯახოს ან ვისი სიცოცხლე მიიჩნიოს პრიორიტეტულად.

იუფეს განცხადებით, ავტონომიური გადაადგილება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუკი გზის ყველა მონაწილე ავტოპილოტით იქნება აღჭურვილი და ამ მანქანებს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება ექნებათ.

იდეალური ავტოპილოტის შექმნის სირთულის გარდა, BYD-ის მენეჯერმა ზოგადი ავტომატიზაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მატერიალური თუ ფიზიკური რესურსები, რომელსაც კომპანიები ავტოპილოტის შექმნაზე ხარჯავენ, სჯობს საწარმოო პროცესების სრულად ავტომატიზებას და რობოტიზაციას მოხმარდეს, რათა საბოლოოდ ყველა მსხვილი ქარხანა სრულად ელექტრონულ სისტემაზე გადავიდეს და წარმოების პროცესში ადამიანური როლი მინიმუმამდე შემცირდეს, რაც 24-საათიანი უწყვეტი და უშეცდომო წარმოების შესაძლებლობას შექმნის.

Tesla-ს, Mercedes-ისა თუ Ford-ის გარდა, ავტოპილოტის შექმნაზე ჩინური კომპანიებიც აქტიურად მუშაობენ, მათ შორისაა BYD-იც, რომელიც ამჟამად პრიორიტეტულად ავტოასისტენტის შექმნას მიიჩნევს და არც სრულად თვითმართვადი ავტომობილის.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.