07.დეკემბერი.2018 14:30
ეკონომიკა, საზოგადოება

„თვითმმართველობა ძლიერია მაშინ, როდესაც ადგილზე არსებობს უნარი, გადაიჭრას მოქალაქეების პრობლემები“

„თვითმმართველობა ძლიერია მაშინ, როდესაც ადგილზე არსებობს უნარი, გადაიჭრას მოქალაქეების პრობლემები“
„თვითმმართველობა ძლიერია მაშინ, როდესაც ადგილზე არსებობს უნარი და შესაძლებლობა გადაიჭრას მოქალაქეების პრობლემები, როცა თვითმმართველობა ზრუნავს დასახლების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლებასა და შემოსავლების ზრდაზე“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

„ის, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას, აისახება დეცენტრალიზაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. ამ მიმართულებით მუშაობა გადამწყვეტ ფაზაშია და პროცესში აქტიურად არიან ჩართული პარლამენტის, მთავრობის, თვითმმართველობების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის ცვლილების შედეგად, თვითმმართველობების დაფინანსება 100 მილიონ ლარზე მეტად იზრდება, რაც გასულ წელთან შედარებით 13%-ით მეტია.

„ახალი ფორმულა უზრუნველყოფს დაფინანსების შემდგომ ზრდას ქვეყნის განვითარების პარალელურად. გარდა ამისა, მოხდება თვითმმართველობის საკუთარი შემოსულობების ზრდის ხელშეწყობა, საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა, რაც დაეხმარება მათ ადგილზე არსებული ქონება და რესურსები საკუთარი შემოსავლების გენერირებისთვის გამოიყენონ, გამარტივებული წესით შეძლონ საერთაშორისო გრანტების მიღება და განკარგვა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პარლამენტში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი პანელის ფორმატით გაგრძელდა, რომელშიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი მონაწილეობს.
ავტორი: თელარა გელანტია

22.მაისი.2019 23:21
56

GWP მეოთხე წელია Fitch-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს "BB მინუსს" სტაბილურად ინარჩუნებს

ვრცლად
22.მაისი.2019 23:20
66

დეპუტატი-ლარის კურსზე: „ჩვენ ახლა ვართ, როგორც ნაფოტი - ტალღაზე მიგდებული“

ვრცლად
22.მაისი.2019 23:00
47

24 მაისს, აჭარის მთავრობა ბიზნესს შეხვდება

ვრცლად
22.მაისი.2019 22:10
54

ეკონომიკის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ამბროლაურში აღნიშნავს

ვრცლად
22.მაისი.2019 21:50
180

„საბანკო რეგულაციების გამო, ტურ-პაკეტებზე ჯავშნების რაოდენობამ იკლო“

ვრცლად
22.მაისი.2019 21:40
199

ესკო: ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 21%-ით გაიზარდა

ვრცლად