10.იანვარი .2020 00:20

Twitter-ი ახალი ფუნქციის დამატებას გეგმავს

views 309
უკან

სოციალური ქსელი Twitter-ი იტყობინება, რომ პოსტებზე პასუხების შეზღუდვის ფუნქციის დამატებას განიხილავს. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც გამოცემა იტყობინება, ამ ქმედებით კომპანია ცდილობს სოციალური ქსელის მომხმარებლები დაიცვას ინტერნეტში შეურაცხყოფასა და შევიწროებისგან. ამით მათ მიეცემათ შესაძლებლობა გააკონტროლონ მინაწერი Twitter-ის თავიანთ პოსტებზე.

„ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებმა „ტვიტერში“ საუბრის დროს თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, ამისთვის მათ მიერ დაწყებულ საუბრებზე მეტ კონტროლს მივცემთ“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.