მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ი და Snap-ი აბონენტების რეკორდული ზრდის შესახებ აცხადებენ

60fac6c69a933
ნათია თაქთაქიშვილი
23.07.21 23:00
847
სოციალური მედია პლატფორმები Twitter-ი და Snap-ი აბონენტების რეკორდული ზრდის შესახებ აცხადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Snapchat-ის განცხადებით, მეორე კვარტალის მონაცემებით, პლატფორმას დღეში დაახლოებით 293 მილიონი აქტიური აბონენტი ჰყავდა, ხოლო Twitter-ს - 200 მილიონი.

ამასთან Twitter-ი აღნიშნავს, რომ საიტზე განთავსებული რეკლამების მნახველთა რაოდენობა 11%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ხოლო Snapchat-ის თქმით, კომპანიას მეორე კვარტალში შემოსავლები თითქმის გაუორმაგდა და 982 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ Twitter-ის შემოსავლებმა სარეკლამო ბიზნესიდან 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო სოციალურ პლატფორმას გაყიდვები 74%-ით გაეზარდა 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით.