მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ი კოვიდ-ვაქცინასთან დაკავშირებულ მცდარ ცნობებს წაშლის

5fdb69d814adf
ნათია თაქთაქიშვილი
17.12.20 22:44
772
სოციალური პლატფორმა Twitter-ი აცხადებს, რომ COVID-ვაქცინასთან დაკავშირებულ მცდარ ინფორმაციას 2021 წლის დასაწყისიდან წაშლის. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

„პანდემიის პირობებში, ვაქცინაციასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი პოსტების გავრცელება ძალიან სახიფათოა და ეს შეიძლება ერთგვარ გამოწვევად იქცეს ჯანდაცვის სექტორისათვის“- აღნიშნულია Twitter-ის ოფიციალურ განცხადებაში.

გამოცემის მიხედვით, სოციალური ქსელი ისეთი შინაარსის პოსტებს წაშლის, სადაც საუბარია დაუსაბუთებელ თეორიებზე, რომ თითქოს ვაქცინა საერთაშორისო ზიანის მომტანია და ხალხის კონტროლისთვის არის შექმნილი. ასევე ქსელიდან წაიშლება პოსტები, სადაც საუბარია, რომ კორონავირუსი სინამდვილეში არ არსებობს.

გამოცემა წერს, რომ სოციალური ქსელები, როგორიცაა Facebook-ი, Twitter-ი და Instagram-ი, ხშირად გამოიყენება კონსპირაციული თეორიების გასავრცელებლად.