მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ი პირადი მონაცემების გაჟონვის გამო 400 ათასი ფუნტით დააჯარიმეს

5fdb5219988ca
ნათია თაქთაქიშვილი
17.12.20 16:40
577
მომხმარებელთა მონაცემების დამცველმა ირლანდიულმა კომპანია Data Protection Commission -მა (DPC) Twitter-ი მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის გამო 400 ათასით ფუნტი სტერლინგით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც ევროპულმა მარეგულირებელმა ამერიკული კომპანია დააჯარიმა.

მარეგულირებელმა დაადგინა, რომ Twitter– მა არ შეატყობინა პირადი შინაარსის მქონე მონაცემების გაჟონვის შესახებ 72 საათის განმავლობაში, აღნიშნული ქმედებისთვის კი ფინანსური სანქციები ახალი რეგლამენტით არის გათვალისწინებული, რომელიც ძალაში 2018 წელს შევიდა.

BBC-ი წერს, რომ სოციალური პლატფორმა მზად არის მომხთართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღოს. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ამ ჯარიმას საერთო არ აქვს 2020 წელს განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმებთან, რომელის დროსაც რამოდენიმე სელებრითის ანგარიში გატეხეს.