20.აგვისტო .2019 17:10

Twitter-ი სახელმწიფო მედიის რეკლამას კრძალავს

views 154
უკან

მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული სოციალური ქსელი Twitter წესებს ამკაცრებს. კომპანიის ახალი რეგულაციით, სახელმწიფო მედია-საშუალებების რეკლამები ქსელში აიკრძალება. გადაწყვეტილება Twitter-ის ადმინისტრაციამ მიიღო და ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.


ამ ნაბიჯით სოცქსელს პლატფორმზე თავისუფალი და ღია გარემოს დახვეწა-გაუმჯობესება სურს. კომპანია რამდენიმე დღეში ახალი წესის შესახებ ყველა მედიასაშუალებას პირადად გააფრთხილებს.  მათ 30-დღიანი ვადა მიეცემათ იმისათვის, რომ Twitter-ის სარეკლამო პროდუქტებების ანულირება მოახდინონ.


როგორც Twitter იტყობინება, რეკლამაზე აკრძალვა იმ მედიასაშუალებებს ეხებათ, რომელთა დაფინანსებასა და სარედაქციო პოლიტიკას სახელმწიფო აკონტროლებს. კერძოდ, ქსელის მთავარი რეგულაციების ასე გამოიყურება: 

1 სარედაქციო პოლიტიკის კონტროლი ხელისუფლების მხრიდან;
2 ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფოსგან;
3 გავლენა სარედაქციო პოლიტიკასა და ჟურნალისტებზე;
4 პირდაპირი და არაპირდაპირი პოლიტიკური გავლენა მედიაზე;
5 კონტროლი ინფორმაციის მომზადებასა და გავრცელებაზე;


შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2017 წლის ოქტომბერში, ამერიკულმა სოციალურმა ქსემა Twitter-მა რუსულ სამთავრობო მედიასაშუალებებს Russia Today-სა და Sputnik-ს სოციალურ ქსელში ყველა სახის რეკლამის გამოქვეყნება აუკრძალა.