მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ი შესაძლოა $250 მილიონით დაჯარიმდეს

5f2a77971006c
ნათია თაქთაქიშვილი
05.08.20 21:00
803
მსოფლიოში ცნობილი სოციალური ქსელი Twitter-ი შესაძლოა $250 მილიონით დაჯარიმდეს. კომპანიას მომხმარებელთა უფლებების დარღვევაში ადანაუშაულებენ. ამის შესახებ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, კომპანიას სავაჭრო ფედერალური კომისია უჩივის და ბრალად ედება მომხმარებლების მობილური ნომრების და იმეილების უკანონო გამოყენება, მიზნობირივი რეკლამირებისთვის 2013 წლიდან -2019 წლამდე პერიოდში.

კომპანიის ვარაუდით, საჩივარი Twitter-ს 150-250 მილიონი აშშ დოლარის ზარალს მიაყენებს.

როგორც გამოცემა წერს, სოციალური ქსელის ყველა მომხმარებელს მოეთხოვებათ რეგისტრაციის დროს მიუთითონ საკუთარი ნომერი, იმ მიზნით, რომ მათი ანგარიში დაცული იყოს.

სავაჭრო ფედერალური კომისია ადასტურებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის მოკვლევა უკვე მიმდინარეობს.

როგორც გამოცემა წერს, მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის Facebook-ს 5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის გადახდა მოუწია, რაც ყველაზე მაღალი საურავია სავაჭრო ფედერალური კომისიის არესობობის ისტორიაში.

Twitter-ის წინააღმდეგ საჩივარი მას შემდეგ აღძრეს, რაც ისეთი ცნობილი პირების ანგარიშები „დაიჰაკა“ როგორიც არის ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამა, ბილ გეითსი და ჯეფ ბეზოსი.