მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ი თანამშრომლებს მოუწოდებს სახლიდან იმუშაონ

5e5e0b4196234
ნათია თაქთაქიშვილი
03.03.20 23:40
1018
მსოფლიოში ცნობილი სოციალური პლატფორმა Twitter-ი, თანამშრომლებს მოუწოდებს სახლიდან იმუშაონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სოციალური პლატფორმის აღნიშნული განკარგულება სავალდებულოა ჰონგ-კონგის, იაპონიის და სამხრეთ კორეის თანამშრომელთათვის.

კომპანიის ოფიაციალურ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ Twitter-ი თავის დაახლოებით 5,000 თანამშრომელს მსოფლიოს მასშტაბით აძლევს რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დისტანციურად შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულება.

კომპანიამ ასევე აკრძალა თანამშრომელთა არასავალდებულო მივლინებები.

როგორც ადამიანთა რესურსების მართვის მენეჯერი ჯენიფერ ქრისტი აღნიშნავს, კომპანიის მიზანია კორონავირუსის გავრცელების რისკების შემცირება.

რაც შეეხება კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ ჯეკ დორსეის, იგი უკვე დიდი ხანია მხარს უჭერს დისტანციურად მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ Twitter-ს უერთდება Facebook-ი და Google-ი. ირლანდიაში ვირუსის მოსალოდნელი აფეთქების საფრთხის გამო, Google-ის თანამშრომლები დუბლინში დღეიდან სახლიდან განაგრძობენ მუშაობას.

აღნიშნული განცხადები მას შემდეგ გაკეთდა, რაც კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3,000 გადააჭარბა.