მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ის აქციების ფასი 10%-ით დაეცა

5ffc62c777e0e
ნათია თაქთაქიშვილი
11.01.21 19:44
2723
დღეს, სოციალურ ქსელ Twitter-ის აქციების ფასი საფონდო ბირჟის გახსნიდან რამდენიმე წუთში 10%-ით დაეცა. სავარაუდო მიზეზად 8 იანვარს, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირადი ანგარიშის დაბლოკვა მიიჩნევა. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, სოციალურმა ქსელმა დონალდ ტრამპის განცხადებები, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე ქვეყნდებოდა, ძალადობისკენ მოწოდებად მიიჩნია და დონალდ ტრამპის ანგარიშის სამუდამოდ დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. ტრამპს “ტვიტერზე” თითქმის 88 მილიონი მიმდევარი ჰყავდა.

დონალდ ტრამპის ანგარიში, იმავე მიზეზით, დროებით დაბლოკა Facebook-ის ადმინისტრაციამაც. ეს გადაწყვეტილებები ქსელებმა 6 იანვარს, აშშ-ს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების შემდეგ მიიღეს.