მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ის აქციების ფასი 19%-ით შემცირდა

5db19558af8dc
მიხეილ ხაჩიძე
24.10.19 17:33
1076

ამერიკულმა Twitter Inc-მა, რომელიც ამავე სახელწოდების სოციალურ ქსელს ფლობს, 2019 წლის მესამე კვარტალში 8.6%-ით გაზარდა შემოსავალი, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად ჩამორჩება ექსპერტების პოგნოზებს, რამაც კომპანიის აქციების ვარდნა გამოიწვია. 


უცხოური ბიზნეს-გამოცემების ინფორმაციით, ხუთშაბათს, წინასწარი ვაჭრობისას Twitter– ის აქციები 18,7% –ით შემცირდა. ეს მას შემდეგ, რაც წლის დასაწყისიდან მათი ღირებულება 35%-ით იყო გაზრდილი.



კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ მისი კვარტალური შემოსავალი 823.7 მილიონი აშშ დოლარი იყო. Bloomberg– ის მიერ გამოკითხული ექსპერტები კი $876 მილიონიან მოგებას პროგნოზირებდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, Twitter– ის შემოსავალი 758.1 მილიონ დოლარს შეადგენდა.


Twitter- ის თანახმად, 2019 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავალი 940 მილიონი აშშ დოლარიდან- 1.01 მილიარდ აშშ დოლარამდე იქნება. ბაზრის ანალიტიკოსების პროგნოზით კი, მაჩვენებელი 1.06 მილიარდ დოლარს მიაღწევს.