მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ის პროგრამისტები ტერმინებს - "შავი სია", "ბატონი" და "მონა", აღარ გამოიყენებენ

5f02d6ef79f19
ნათია თაქთაქიშვილი
06.07.20 13:01
1181
სოციალური მედია პლატფორმა Twitter-ი უარს იტყვის ისეთი ტექნიკური ტერმინების გამოყენებაზე, რომელიც შესაძლოა რასიზმთან ასოციაციებს იწვევდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

კერძოდ, Twitter-ის პროგრამისტები არ გამოიყენებენ ისეთ ტექნიკურ ტერმინებს, როგორიც არის blacklist (შავი სია), whitelist (თეთრი სია), master/slave (ბატონი/მონა, რომელიც სისტემის არქიტექტურის სახეობისთვის გამოიყენება).

„ინკლუზიური ენა გადამწყვეტ როლს თამაშობს იმ გარემოს შექმნაში, რომელშიც ვიმყოფებით. Twitter-ში ის ენა, რომელსაც ჩვენს კოდებში ვიყენებდით, არ ასახავს ჩვენს ღირებულებებს და არ წარმოადგენს იმ ხალხს, ვისზეც ვმუშაობთ. ჩვენ ამის შეცვლა გვსურს“, - ნათქვამია კომპანიის პროგრამისტების განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტექნიკურ ტერმინების გამოყენებაზე, ასევე, უარი განაცხადეს JPMorgan-მა და Google-მა.

შეგახსენებთ, რომ Twitter-ის დამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ გასულ თვეს 3 მილიონი აშშ დოლარი გაიღო აფროამერიკელი მოსახლეობის მხარდასაჭერად.